ავარია ბათუმში – მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - გაჩერებულ მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ინფორმაციას AJARATIMES.GE ავრცელებს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა. ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, ფაქტზე დაიწყო გამოძიება.