ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოზე საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს - რა გეგმა აქვთ ადვოკატებს?

15.01.24 11:12
ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოზე საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს - რა გეგმა აქვთ ადვოკატებს?

ლაზარე სასამართლოს ჩვენებას არ მისცემს. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ რუსული კანონის გაპროტესტებისთვის დაკავებული ახალგაზრდა მოსამართლეს არც საბოლოო სიტყვით მიმართავს. ლაზარე გრიგორიადისი მის ბედს მთლიანად ადვოკატებს აბარებს. გიგორიადისი ფიქრობს, რომ სასამართლო პოლიტიკურ წნეხს, დიდი ალბათობით, ვერ გაუძლებს და სამართლიანი ვერ იქნება. 

საქმის  განხილვა დაასკვნით ეტაპზეა. დაცვის მხარემ ცოტა ხნის წინ "პირველებს" ასევე გაუმხილა, რომ დღეს ჩახსნიან ყველა მოწმეთა სიას და მტკიცებულებებს, რომელიც სხდომაზე უნდა გამოკვლეულიყო. ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც საასმართლო ხმაურიან საქმეზე პოლიტიკურ ვერდიქტს გამოაცხადებს, მეორე დღესვე ისინი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ. 

საერთოდ არ სურს საბოლოო სიტყვის თქმა. ლაზარეს სურვილი იყო, რომ საერთოდ, რომ დაცვის მხარეს თავისი მოწმეები დღევანდელ სასამართლო პროცეზე არ გამოეკითხა და დიდი ალბათობით არ დავკითხავთ და მოვხსნით ჩვენს მოწმეებს, მათ შორის, დიდი ალბათობით ბაბუასაც. ყოველ შემთხვევაში, პროცესის დაწყებამდე გავივლით კონსულტაციას. რა თქმა უნდა პროტესტის ფორმაა, პროტესტი აქვს, მას არ აქვს მოლოდინი მის მიმართ სასიკეთო განაჩენის, გამამართლებელი განაჩენის, არც დაცვის მხარეს გვაქვს ამის მოლოდინი, აქედან გამომდინარე, შემდეგ პროცესზე დავასრულებთ სასმართლო განხილვას. ჩვენი აზრით, ეს არის ერთადერთი ბერკეტი( შეწყალება) რაც დაგვრჩება მისი გამმატყუნებელი განაჩენის შემდგომ და აუცილებლად გამოვიყენებთ ამ უფლებას, განაჩენის დადგენიდან მეორე დღესვე, - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე. 

პროცესზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული, ორი მოწმე უნდა გამოკითხულიყო, მათ შორის ერთი ლაზარეს ბაბუაა, რომელიც სასამართლოს მოუყვებოდა, რა მიზნით დადიოდა მარტის აქციებზე მისი შვილიშვილი და რა იყო მისი მოტივაცია.