როგორ მოატყუა პენსიონერები "ლიბერთი ბანკმა"? - "სტრატეგია აღმაშენებელმა" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა

15.01.24 12:29
როგორ მოატყუა პენსიონერები "ლიბერთი ბანკმა"? - "სტრატეგია აღმაშენებელმა" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა

როგორ მოატყუა პენსიონერები "ლიბერთი ბანკმა"? - "სტრატეგია აღმაშენებლის" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ამ წუთებში ბანკის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მტკიცებულებებს წარადგენს. თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ "ლიბერთი ბანკმა" ათასობით ბენნეფიციარის მოწყვლადობით ისარგებლა და მათი ნებართვის გარეშე გაახანგრძლივა სესხის ვადა და ოდენობა. ოპოზიციიის წევრს უწყებაში მიტანილი აქვს სახალხო დამცველის პოზიციაც, რომელმაც ბანკსს მოუწოდა, საპენსიო სესხი ძველ გრაფიკზე დააბრუნოს.

დღეს გამომძიებელს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის სახალხო დამცველის შეფასება, წინადადებები და რეკომენდაციები, რითაც დასტურდება „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან მსესხებელთა, კერძოდ, პენსიონერთა  უფლებების დარღვევა. პროკურატურიდან ლიბერთი ბანკის სავარაუდო თაღლითობის სქემებთან დაკავშირებით ჩვენი ერთი განცხადება რეაგირებისთვის გადაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც, ჩემი ინფორმაციით, უკვე დაიწყო მოკვლევა. 
დღეს გამომძიებელს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მათ შორის სახალხო დამცველის შეფასება, წინადადებები და რეკომენდაციები, რითაც დასტურდება ლიბერთი ბანკის მხრიდან მსესხებელთა, კერძოდ, პენსიონერთა  უფლებების დარღვევა. რა მასშტაბის სავარაუდო ფინანსურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, იმედი მაქვს, მალე გაირკვევა. სისტემური პრობლემა რომელიც არღვევს პენსიონერების, შშმ პირების, დევნილების, მარჩენალდაკარგულების უფლებებს უნდა აღმოიფხვრას. სახელმწიფოს ვალდებულებაა მოწყვლად ჯგუფებზე იზრუნოს და მათი მოწყვლადობის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს, - განაცხადა ჭალიძემ.