11 წლიანი მუშაობის შემდეგ გიორგი კეკელიძემ ეროვნული ბიბლიოთეკა დატოვა

15.01.24 14:20
11 წლიანი მუშაობის შემდეგ გიორგი კეკელიძემ ეროვნული ბიბლიოთეკა დატოვა

გიორგი კეკელიძემ ეროვნული ბიბლიოთეკა დატოვა. 11 წლიანი მუშაობის შემდეგ ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი დღეს თანამშრომლებს დაემშვიდობა, იმ ადამიანებს, ვისთანაც წლების განმავლობაში აკეთებდა საქმეს, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია ჰქვია.

კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველამ უნდა გააგრძელოს მუშაობა  ახალ მენეჯერთან ერთად.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ეროოვნულ ბიბლიოთეკას პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია უხელმძღვანელებს.