იცოდა თუ არა 14 წლის აითაჯის დედამ, რომ შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო - რა თქვა მოწმემ პროცესზე?

15.01.24 15:19
იცოდა თუ არა 14  წლის აითაჯის დედამ, რომ შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო - რა თქვა მოწმემ პროცესზე?

იცოდა თუ არა 14  წლის აითაჯის დედამ, რომ შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო? -  გახმაურებულ საქმეზე რუსთავის სასამართლო განხილვას განაგრძობს. პროცესზე დღეს მოსამართლემ სამ მოწმეს უნდა მოუსმინოს. დასაკითხთა სიაშია ქმრის მიერ მოკლული სკოლის მოსწავლის ფსიქოლოგიც, თუმცა მოწმეს ბრალდებულის ადვოკატი უნდობლობას უცხადებს. აითაჯის დედის უფლებადამცბელის თქმით, გოგონას ფსიქოლოგი არ ჰყავდა.

პროცესზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაახლდა, აითაჯის დედის მეგობარმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დედა იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო. მას შემდეგ, რაც მოწმემ ეგანეს ჰკითხა რა გეგმა ჰქონდა და რას აპირებდა, მან უპასუხა, რომ გოგონას სახლში დაბრუნების წინააღმდეგი ბიძა იყო. 

იქ მითხრესო, აქედან ქალის გაყვანა ძალიან დიდი სირცხვილია ჩვენთვისო. ჩემმა ძმამაც ასე მითხრა, რომ უკან აღარ დაბრუნდება. გადაირია... არ წამოიყვანა, ძმამ მითხრა, რომ არ შეიძლებაო, - თქვა პროცესზე ეგანეს მეგობარმა. 

"პირელებისთვის" ცნობილი ხდება, რომ დღეს სასამართლოზე ორი დაკავებულის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ მოსთხოვენ. იძულებითი ქორწინების საქმეზე ციხეში ახლა სასჯელს მოკლული არასწრულოვნის დედა და ბიძა იხდიან.