ქვეყანას გრიპის ვირუსები და კოვიდი უტევს - გადაიდება თუ არა სწავლა?

15.01.24 15:34
ქვეყანას გრიპის ვირუსები და კოვიდი უტევს - გადაიდება თუ არა სწავლა?

ქვეყანას გრიპის ვირუსები და კოვიდი უტევს. ექიმების თქმით, ახლოვდება პიკური პერიოდი. თუ ინციფირებულთა რიცხვი კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, შესაძლოა, სწავლის შეჩერების და ონლაინ რეჟიმზე გადასვლის საჭიროება დადგეს. 

მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი - ეს ის სიმპტომებია, რომელსაც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჩივის. მედიკოსების რისკ ჯგუფებში შემავალ პირებს სთხოვენ, განსაკუთრებული სიფრთხილე  გამოიჩინონ, ატარონ პირბადე და ჩაიატარონ ვაქცინაცია.

სიტუაციურად, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სეზონური ვირუსული ინფექციების პიკზე, ეს პიკიც დეკემბერ-იანვრის პერიოდზე მოდის. სწორედ ახლაა საქართველოში დეკემბერი და იანვარი ყველაზე მაღალი აქტიურობის პერიოდიდან სავარაუდოდ, მომდევნო კვირების მანძილზე ისევ გაგრძელდება გრიპის ვირუსების შემთხვევების დაფიქსირება. გარკვეულ პერიოდში ინფექციების რაოდენობების შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, მაშინ შეიძლება იყოს საუბარი სწავლის შეწყვეტაზე ან გადავადებაზე. ასეთი ზღვარი არის 500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. ახლა ქვეყანაში 180-130 შემთხვევა ფიქსირდება. იდეალური პერიოდი, როცა გრიპის ვაქცინაციაზე ვსაუბრობთ, ეს არის ოქტომბერი-ნოემბრის თვე. ახლა, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის ჩატარებას გარკვეული პირობა სჭირდება, - ამბობს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, გრიპის სეზონი შესაძლოა, მარტის ბოლომდეც გაგრძელდეს.

შემთხვევები, რა თქმა უნდა, მკვეთრად მატულობს ხოლმე დეკემბრის დასაწყისიდან და ახლაც არ არის გამონაკლისი. როდესაც ადამიანები შემოდიან სასუნთქი გზების სიმპტომებით ნახევარზე მეტ შემთხვევებში მათ უდასტურდებათ გრიპის ვირუსი და ვინც აცრილია, ამ ადამიანებში ბევრად უფრო მსუბუქად მიმდინარეობ. სჯობს, რომ ავცრათ, იმიტომ, რომ მარტის ბოლომდე გრიპის სეზონია და ზოგჯერ ტალღურობაც ახასიათებს და თებერვალში, მარტში შეიძლება კიდევ მივიღოთ ახალი აღმავლობა. ბავშვთა ორგანიზებულ დაწესებულებებში, სკოლებში, ბაღებში საკმაოდ სერიოზული რისკია, რომ როდესაც ვირუსით ინფიცირებული ბავშვია, სხვებს ადვილად გადაედოს, - ამბობს  ბუწაშვილი.

დღეს ასევე ცნობილი გადხა, რო ქვეყანაში არსებულ კოვიდასაწინააღმეგო პრეპერატებს ვადა გაუვიდა და მათი გახარჯვა ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა.