რუსეთში უმსხვილეს ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

15.01.24 19:13
რუსეთში უმსხვილეს ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ როსტოვში არსებულ მსხვილ ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - ხანძარი ქალაქ კამენსკ-შახტინსკის სახელმწიფო ქარხანაში გაჩნდა. 

ადგილობრივების ცნობით, ხანძრის გაჩენამდე მოსახლეობამ აფეთქებების ხმა გაიგონა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.