გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია - მედიკოსები მწვავე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აანონსებენ

15.01.24 20:37
გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია - მედიკოსები მწვავე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აანონსებენ

 

გადამწყვეტი საათების ათვლა დაიწყო - სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად სპეციალისტები ვირუსების აფეთქების პიკს ელოდებიან. ქვეყნის მასშტაბით ახლა რთული მდგომარეობაა, რადგან კლინიკები პაციენტებით სავსეა, თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ არის. მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო გართულება. არ არის გამორიცხული, რომ დღის წესრიგში დადგეს სკოლებში სწავლის გადადების საკითხი, ანუ ყველაფერი ისევ ისე მოხდეს, როგორც კოვიდ პანდემიის დროს.

რამდენიმეწლიანი გამოცდილების მიუხედავად, სისტემა მაინც შეცდომების ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. წელსაც არ იყო სათანადოდ წარმოებული საინფორმაციო კამპანია ვაქცინის აუცილებლობის შესახებ. ირკვევა, კორონა ვირუსის სამკურნალო პრეპარატებზეც კი მოთხოვნა იმდენად მცირე იყო, რომ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ახლა კი მოლაპარაკებები წამლების ახალი პარტიის შესაძენად მიმდინარეობს.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.