ჩქაროსნულ მაგისტრალს "სინოჰიდრო" აღარ ააშენებს - "ოცნებამ" ჩინურ კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტა

16.01.24 11:27
ჩქაროსნულ მაგისტრალს  "სინოჰიდრო" აღარ ააშენებს - "ოცნებამ" ჩინურ კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტა

საქართველოს მთავრობამ უმსხიველ ჩინურ კომპანიას 95 მილიონიანი კონტრაქტი გაუწყვიტა. ჩქაროსნულ მაგისტრალს "სინოჰიდრო" აღარ ააშენებს. მიზეზი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. 

ეს ის კომპანიაა, რომელზეც უკვე წლებია ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ამტკიცებენ, რომ მრავალ კორუფციულ სკანდალშია გახვეული და მისთვის სახელმწიფო დაკვეთების მიცემა არ შეიძლება. საბოლოოდ, საქმე დიდი სკანდალით დასრულდა. ღარიბაშვილმა ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის  გადაწყვეტილება ზუსტად იმ დროს გამოაცხადა, როცა კობახიძე ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პეკინში ხვდებოდა.

კომპანია "სინოჰიდრო" არის ერთ-ერთი ყველა კორუმპირებული კომპანია, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" ტანდემშ ანადგურებდა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ძარცვავდა საქართელოს მოსახლეობას. ეს იყო შეთანხმებული პროცესი. სამწუხაროა ის, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით ამ კორუფციულ რისკებზე, "ქართული ოცნება" საპასუხოდ გვეუბნებოდა, რომ არანაირი კორუფციული რისკი არ არსებობს. რავალწლიანი გადავადების, ჩავარდნილი სამუშაოების შემდეგ ახლა იძლებით მოუწიათ ხელშეკრულების გაწყვეტა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს "ქართულმა ოცნებამ", - ამბობს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. 

თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი საქართელოს ხელისუფლების ქმედებებს "სასაცილოს" უწოდებს. "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე ამბობს, რომ მთავრობას ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტი არ გაუწყევია და პირიქით, სწორედ "სინოჰიდრომ" უჩივლა საქართველოს ხელისუფლებას. 

ჩვენი ხელისფლება ისე იქცევა უკვე, რომ სასაცილოა მათი ეს ქმედებები. სინამდვილეში არავითარი ხელშეკრულების გაწყვეტა მათი მხრიდან არ მომხდარა ასე აპრიორად და "ამბად". სინამდვილეშ 2023 წლის ნოემბერში "სინოჰიდრომ" გვიჩივლა ჩვენ და პირიქით, მან დაიწყო სამართლებრივი დავა საქართველოსთან მთავრობასთან, რის გამოც საქართველოს გზების დეპარტამენტს მოუწია ბრიტანული იურიდიული კომპანიის დაქირავება. მილიონ სამასი ათასს ლარს ვიხდით ჩვენ ამ კონტრაქტში. ჩინურ კომპანიას საქართველოში ჰყავს ერთადერთი მფარველი, კარგი, ორი მფარველი: ერთი დიდი და ერთი შედარებით პატარა. დიდი გახლავთ ბატონი ღარიბაშვილი, რომელიც პირდაპირ სასიცოცხლო ინტერესით არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩინური კომპანიები იყვნენ საქართველოში და მეორე, უფრო პატარა მფარველი, ეს არის დავით საგანელიძე. ინტერესები სრულიად ტრანსფარანტულად ღიაა, - ამბობს თინა ხიდაშელი.