ლობირებდა თუ არა ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ჩინურ "სინოჰიდროს"?
ვინ მფარველობდა წლების განმავლობაში ჩინურ "სინოჰიდროს"? - კორუფციის მკვლევარებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ სკანდალებში გახვეულ კომპანიას პირადად ღარიბაშვილი ლობირებდა. ერთ დროს შეუსრულებელ სამუშაოებში მხილებულ კომპანიას მაგისტრალების ხელმეორედ მშენებლობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ დაბრუნების შემდეგ მიანდეს, თუმცა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამიშაოების დროულად დასრულება ვერც ამჯერად შეძლო.
ეს მუშა ხელი ჩინეთიდან ჩამოჰყავდათ, იქ ადგილობრივ მოსახლეობას არ ასაქმებდნენ ამ შავ სამუშაოებზე და არსებობდა ასეთი ეჭვი, რომ ესენი იყვნენ პატიმრები. ასეთი ვერსიაც განიხილებოდა, რომ ეს ადამიანები, უბრალოდ, რას აკეთებდნენ და როგორ აკეთებდნენ კაციშვილმა არ იცის. ანუ ინერტულ მასალასთან დამოკიდებულება, მიღებ-ჩაბარების აქტები როგორ დგებოდა... ყველა შემთხვევაში, მათ ჰყავდათ თავიანთი ლობი და სამუშაოს ხარისხზეც პასუხისმგებელი იყო მინიმალური. ეს ლობი მაღალ სახელისუფლებო საფეხურზე იყო მოსაძებნი, ყველაფერი მეტყველებდა ამაზე. სანამ ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე არ მივედით და სანამ კიდევ ზარალი არ განვიცადეთ და კიდევ არავინ იცის ეს რამდენი მლნ ლარი დაჯდება საბოლოო ჯამში, ამ ხარვეზების გამოსწორება, იქამდე ყურადღება არავინ მიაქცია. შეიძლება ისრები მივიტანოთ ირაკლი ღარიბაშვილამდე, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დროსაც არ მომხდარა არანაირი კორექტირება, - ამბობს "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.
კორუფციის მკვლევარები ასევე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.
ბუნებრივია, რეპუტაცია შელახული კომპანიების შემოყვანა, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის იყო უპრიან, რადგან ერთს მხრივ ადვილია მათთან გარიგებებში შესვლ. საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, კორუფცია და ეს არის ნებისმიერი პროექტის შემთხვევაში უფრო ძვირი თანხის გადახდა. აქ პასუხისმგებლობა დგება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლებრივი, რადგან ეს არ არის კერძო ბინაში რომელიმე ოთახის რემონტი. ეს უკავშირდება თანხებს, რომელსაც გრანტების სახით გვაძლევენ უცხოელები და ეს უკავშირდება პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის მომავალს, - ამბობს ბადრი ნიაური.
საქართველოს მთავრობამ უმსხიველ ჩინურ კომპანიას 95 მილიონიანი კონტრაქტი გაუწყვიტა. ჩქაროსნულ მაგისტრალს "სინოჰიდრო" აღარ ააშენებს. მიზეზი ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
ეს ის კომპანიაა, რომელზეც უკვე წლებია ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ამტკიცებენ, რომ მრავალ კორუფციულ სკანდალშია გახვეული და მისთვის სახელმწიფო დაკვეთების მიცემა არ შეიძლება. საბოლოოდ, საქმე დიდი სკანდალით დასრულდა. ღარიბაშვილმა ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება ზუსტად იმ დროს გამოაცხადა, როცა კობახიძე ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პეკინში ხვდებოდა.