რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში მხოლოდ 10 თვეში 2300 მეტი უძრავი ქონება შეიძინეს - "ოცნება" დუმს
მხოლოდ ათ თვეში 2300-ზე მეტი უძრავი ქონება რუსეთის მოქალაქეების სახელზე დარეგისტრირდა. ეს იუსტიციის სამინიტროს ოფიციალური მონაცემებია. ანუ დამატებით 2 ათასზე მეტი რუსი საქართველოში საკუთარ ქონებას ფლობს და ეს მხოლოდ 2023 წლის მარტიდან დეკემბრამდე მოხდა.
გაცილებით უფრო შთამბეჭდავია ის ციფრები, რომელიც უკრაინის ომის დაწყებიდან რუსულ ექსპანსიას უკავშირდება. სახლები, მიწები, ოფისები - ყიდულობენ ყველაფრს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
უცხოელებზე გაყიდული ქონების ნახევარი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. ამ სტატისტიკის უკან კი რეალური საფრთხე დგას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევს. მთავრობის უმოქმედობა ქვეყანას დიდი რისკის ქვეშ აყენებს.
საგანგაშო მონაცემები დღეს "ლელომ" გაასაჯაროა. ოპოზიციური პარტიის მთავარი მოთხოვნაა, შეეზღუდოთ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს წვდომა ქართულ ქონებაზე. "ლელოში" პუნქტებად აქვთ გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს ინტერესების დასაცავად.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.