გაჭიანურებული სამუშაოები და შეწყვეტილი კონტრაქტები - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ბერას მეგობარს გადააბარეს
ბერა ივანიშვილის მეგობარს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გადააბარეს. მოვლენები დედაქალაქის მერიაში გუშინ გვიან ღამით ელვის სისწრაფით გავითარდა. კახა კალაძემ სამ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულებები გაუწყვიტა. უკვე დილიდან კი სამუშაოების გასაგრძელებლად წერეთლის გამზირზე კომპანია "პარმას" ტექნიკა გამოჩნა. ამ კომპანიის მფლობელი დავით თოფურიაა - ბერა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი.
დოკუმენტების მიხედვით, კახა კალაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში იცოდა, რომ დაქირავებული კომპანიები სამუშაოებს არ ასრულებდნენ, რაც გააკეთეს, ისიც თავიდან არის გასაკეთებელი, ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ მიიღო თბილისის მერმა მაინცდამაინც ახლა კომპანიებთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება? მთელი დღე კალაძის მოადგილე ამტკიცებდა, რომ ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა, არადა "პარმას" თანამშრომლები წერეთელზე უკვე დილიდან მუშაობენ.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.