აითაჯის საქმე - პროცესზე დღეს არასრულწლოვნის კლასელები გამოიკითხებიან
აითაჯის კლასელებს სასამართლო დარბაზში ელოდებიან - ზუსტად ორ საათზე ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე პროცესია ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე მოზარდების გარდა გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის მეზობლებსაც გამოკითხავენ.
ხუთი მოწმიდან ხუთივე დმანისელია. წესით მათ ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, რომ სკოლის მოსწავლე იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო. საბრალდებო სკამებზე დღეს აითაჯის დედა და ბიძაც ისხდებიან.