ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

17.01.24 12:27
ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

ცოლზე ძალადობის ბრალდებით ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს. პოლიციამ ხელბორკილები შესყიდვების სამსახურის უფროსს, ჯონი ქასრაშვილს ორი დღის წინ დაადო.

 არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლზე ნასვამ მდგომარეობაში იძალადა, რის შემდეგაც ქალმა 112-ში დარეკა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რომელსაც საპატრულო პოლიციაც მოჰყვა და სწორედ ამ დროს დაადეს ჯონი ქასრაშვილს ხელბორკილები სამართალდამცველებმა.

კაცი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენას ელოდება. მის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს.