ნაქერალას უღელტეხილზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა - უამინდობისა და გადაუღებელი თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უკვე მიმდინარეობს გზის ჩაკეტილი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები. შესაბამისი სამსახურები გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან.