კომპანიები, რომლებმაც 2023 წელს გამარტივებული შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღეს - 4 "ოცნების" შემწირველია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ასახელებს 10 კომპანიას, რომლებმაც გასულ წელს გამარტივებული შესყიდვებით ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს. მათგან 4 "ქართული ოცნების" შემომწირველია.
ორგანიზაციის თქმით, შპს "ჯი-თი გრუპი", "თეგეტა მოტორსი", "ენენ ჯგუფი", "არჯიესეს", "თეგეტა თრაქ ენდ ბას", "ვია დისტრიბუცია", "საქართველოს სადაზღვეო ჯგუფი", "ვიზარდ ივენთი", "ვივამედი" და "მოზაიკა პლიუსი" ის 10 კომპანიაა, რომლებმაც 2022 წელს გამარტივებული შესყივდებით მიიღეს ყველაზე მაღალი შემოსავალი. მათგან ჯი-თი გრუპმა, თეგეტა მოტორსმა, თეგეტა თრაქ ენდ ბასმა და საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა მმართველ პარტიას ჯამში 375 000 ლარი შეწირეს.