ჰუსიტები თავს დაესხნენ ბერძნულ გემს, სადაც საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა - მედია

17.01.24 14:04
ჰუსიტები თავს დაესხნენ ბერძნულ გემს, სადაც საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა - მედია

წითელ ზღვაში ბერძნულ გემს თავს იემენელი ჰუსიტები დაესხნენ - ბერძნული მედიის ცნობით, გემზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.

მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქის გარდა, გემზე უკრაინის 20 და ფილიპინების სამი მოქალაქე იმყოფებოდა. თითოეულ მათგანს არანაირი დაზიანება არ მიუღია.

როგორც ირკვევა, ხომალდი ისრაელისკენ მიემართებოდა, თუმცა მიუხედავად დაზიანებებისა, მოძრაობის გაგრძელება მაინც შეძლო. ჰუსიტების დაჯგუფების სამხედრო წარმომადგენლის თქმით, ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც გემის ეკიპაჟი "გაფრთხილებას არ დაემორჩილა".

ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც გემის ეკიპაჟი გაფრთხილებას არ დაემორჩილა. იემენის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ გადაწყვეტილების განხორციელებას წითელ და არაბეთის ზღვაში ისრაელისკენ მიმავალი გემების დაბლოკვის შესახებ, სანამ არ შეწყდება ომი ღაზას სექტორში", - თქვა ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა.