სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებიდან გაიტანეს
სამებიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატი გაიტანეს - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" სამების იღუმენი გაბრიელი უდასტურებს.
თუ ვის მიერ მოხდა ხატის გატანა, ეს ჯერჯერობით უცნობია.
სამების იღუმენი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
სტალინის გამოსახულებით წმინდა მატრონას ხატის ადგილას, ტაძარში ახლა მხოლოდ მატრონას ხატი ჰკიდია.
გუშინ იყო ის ხატი და შემდგომში რომ მოვედი გვიან აღარ დამხვდა და არ ვარ ინფორმირებული ვინ გაიტანა. დღეს ვნახე, რომ პატარა მატრონას ხატი არის დაკიდებული. მხოლოდ მატრონაა, გარშემო დახატული პატარა სცენები არ არის. გამოჩნდება, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ნამდვილად არ ვიცი. მე სტუმრები მყავდა და მათთან ერთად შევედი ტაძარში და არ დამხვდა ეს ხატი, არც მამა იოანე არ მინახავს, რომ მეკითხა, სად არის ეს ხატი. გუშინ იყოს ეს ხატი, მე ტაძარში ვიმყოფებოდი, შემდეგ ჩემი საქმეები მქონდა და გასული ვიყავი, ხოლო საღამოს რომ შევედი ის ხატი აღარ დამხვდა. ერთადერთი დამხვდა პატარა ზომის მატრონას ხატი", - ამბობს სამების სასულიერო პირი.