დიდუბის ნაწილს ბუნებრივი აირი 24 საათზე მეტი არ ექნება - გაზი შეუწყდა წერეთლის გამზირის მოსახლეობის ნაწილსაც

17.01.24 16:24
დიდუბის ნაწილს ბუნებრივი აირი 24 საათზე მეტი არ ექნება - გაზი შეუწყდა წერეთლის გამზირის მოსახლეობის ნაწილსაც

დიდუბეში 6538 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. გაზის მიწოდება შეუწყდა წერეთლის გამზირის მოსახლეობის დიდ ნაწილსაც. "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, გათიშვა არაგეგმიურია.

ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ, 18 იანვარს, 19 საათზე აღდგება.