აითაჯის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - ადვოკატის თქმით, თანაკლასელებმა გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენებები არ დაადასტურეს

17.01.24 18:04
აითაჯის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - ადვოკატის თქმით, თანაკლასელებმა გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენებები არ დაადასტურეს

დაწყებულია თუ არა მოწმეებზე ზეწოლა - ბრალდებულების ადვოკატის თქმით, აითაჯის მეზობლების შემდეგ, კლასელებიც ამტკიცებენ, რომ არ იცოდნენ მათი მეგობრის იძულებითი ნიშნობის ამბავი და დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ერთი მეორის მიყოლებით შეცვალეს ჩვენებები. ადამიანები, რომლებიც პოლიციისთის მიცემულ ჩვენებაში ამბობდნენ, რომ მოზარდი იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო, დღეს იგივე არ გაუმეორებიათ. 

ადვოკატი ამტკიცებს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქმე იყო რეზონანსული, საგამოძიებო უწყებამ გააკეთა ყველაფერი, რომ შეეცვალა მოწმეთა ჩვენებები. უფრო მეტიც, უფლებადამცველი ამბობს, რომ გამომძიებელმა პირველადი გამოკითვხის ეტაპზე მათეული ინტერპრეტაციით შეადგინეს საქმის ის მასალები, რომელსაც საბოლოოდ დაეყრდნოგამოძიება.

გამოკითხვის ოქმში, რა თქმა უნდა, გამომძიებლის მიერ გაზვიადებულად დაწერილი სიტყვები არის ხოლმე როგორც წესი. ყველა საქმეში ასე ხდება და ამ შემთხვევაში, გაზვიადებულ ნაწილში ეწერა ის, რომ თითქოს, ნიშნობა არ უნდოდა, ნიშნობის უკან დაბრუნება უნდოდა და თითქოს, დედის ან ბიძის ეშინოდა. დადგინდა, რომ მსგავსი საუბარი საერთოდ არ ყოფილა. 14 წელს მიღწეული მოწმეები არიან. ხელი აქვთ მოწერილი, რომ სასამართლოში სიმართლეს იტყვიან და დააფიქსირეს, რომ მსგავსი რამ საერთოდ არ უთქვამთ. გამომძიებელმა და თარჯიმანმა როგორ შექმნა ეს სიტყვები ჩვენ არ ვიცითო. პროკურორი იტყუება მაშინ, როდესაც ამბობს, რომ თითქოს, ორივე არასრულწლოვანმა მოწმემ, თანაკლასელმა თქვა, რომ გათხოვება არ მინდა და ა.შ.. მხოლოდ და მხოლოდ ერთმა თქვა და ისიც რა, ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით როდესაც იყო შეხვედრები, ტრენერმა მთელ კლასს შეკითხვა დაუსვა, ადრეულ ქორწინებაზე რას ფიქრობთო და ყველამ ერთხმად უპასუხა. იქ აითაჯისთვის არავის არ უკითხავს ცალკე, თუ რას ფიქრობდა", - ამბობს ადვოკატი.

აითაჯის უფლებადამცველი კი ამბობს, რომ ადვოკატი იტყუება და რასაც ის აკეთებს, მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა. უფლებადამცველის თქმით, კლასელებმა დაადასტურეს, რომ აითაჯი ნაადრევ ქორწინებას არ ეთანხმებოდა.

რას გულისხმობს ადვოკატი გაზვიადებაში ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ ადვოკატის ეს პოზიცია, თუ მან ნამდვილად ასე გამოხატა, არის საზოგადოების, მართლმსაჯულების შეურაცხყოფა. გოგონებმა დაადასტურეს, რომ როდესაც სკოლაში ტარდებოდა შეხვედრები ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, აითაჯი ამბობდა, რომ ნაადრევი ქორწილება და სანამ არასრულწლოვანი იყო ამ დროს ქორწინება არ შეიძლებოდა, ცუდი იყო და ამ აზრებს იგი ეთანხმებოდა. რაც შეეხება გამოკითხვის ოქმებს, ერთი სიტყვა იყო, რომელიც ბავშვმა თქვა, რომ შესაძლებელია, თარჯიმანს გარკვეული სახის ხარვეზი ჰქონოდა, თუმცა ამ გარემოებაზეც ახსნა, რომ ბავშვი არ მოიქცეოდა და არ გააკეთებდა ისეთ რამეს, რაც დედის აზრებისა და პოზიციის საწინააღმდეგო იქნებოდა", - აღნიშნა აითაჯის ადვოკატმა.

ახლა საქმეში კიდევ 40-მდე მოწმეა გამოსაკითხი, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ გაუშვებს თუ არა პატიმრობაში აითაჯის დედას და ბიძას. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

ხვალ გამოიკითხებიან საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმეები. ერთ-ერთი არის მკვლელობაში ბრალდებულის და, რომელმაც საქმის მასალების მიხედვით, კარგად იცოდა ამ მძიმე დანაშაულის შესახებ და თვეები მალავდა ძმის მიერ არასრულწლოვნის მოტაცებას.