საპატრიარქოს შევატყობინეთ, ვინც არის ხატმწერი და თვითონ დაუკავშირდნენ, ხატი შესწორდება და დაბრუნდება უკან - დავით თარხან-მოურავი

17.01.24 17:40
საპატრიარქოს შევატყობინეთ, ვინც არის ხატმწერი და თვითონ დაუკავშირდნენ, ხატი შესწორდება და დაბრუნდება უკან - დავით თარხან-მოურავი

საპატრიარქოს შევატყობინეთ, ვინც არის ხატმწერი და თვითონ დაუკავშირდნენ, ხატი შესწორდება და დაბრუნდება უკან - ამის შესახებ დავით თარხან-მოურავმა "პირველებს" განუცხადა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის თქმით, ისინი საპატრიარქოს დაემორჩილნენ და ახლა ელოდებიან, თუ რა დრო დასჭირდება ხატის შესწორებას.

საპატრიარქოს შევატყობინეთ, ვინც არის ხატმწერი, თვითონ დაუკავშირდნენ. მორჩა, როგორც მე ვამბობდი, ხატი შესწორდება. შეიტანენ სახელოსნოში, შესწორდება და რა თქმა უნდა, დაბრუნდება უკან. ახლა იმ ადგილას წმინდა მატრონას უფრო პატარა ზომის ხატია, როცა შესწორდება, დაბრუნდება თავის ადგილას. რა დროც დასჭირდება ვნახოთ. 3-5 დღეა ვიძახით, რომ დავემორჩილებით საპატრიარქოს. შესწორდება, მროჩა", - ამბობს დავით თარხან მოურავი.

ცნობისთის, ცოტა ხნის წინ გახდა  ცნობილი , რომ სამებიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატი გაიტანეს.