სტალინი მატრონასთან სტუმრად არ ყოფილა, ამიტომ ხატზე ამ სცენის გამოხატვა უმეცრებაა - მეუფე ნიკოლოზი

17.01.24 18:11
სტალინი მატრონასთან სტუმრად არ ყოფილა, ამიტომ ხატზე ამ სცენის გამოხატვა უმეცრებაა - მეუფე ნიკოლოზი

"ეს არ იყო სწორად შესრულებული ხატი", - ამის შესახებ განცხადება სინოდის წევრმა, მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა და თქვა, რომ მატრონას გვერდით სტალინის გამოსახულება არ უნდა ყოფილიყო.

მისი თქმით, ბელადი წმინდა მატრონასთან სტუმრად არ ყოფილა, ამიტომ ხატზე ამ სცენის გამოხატვა "უმეცრებაა".

სტალინი არ ყოფილა საერთოდ წმინდა მატრონასთან სტუმრად და ამიტომ ამ ხატზე ამ სცენის გამოხატვა უმეცრების შედეგია. ვინც ხატი შეუკვეთა და ვინც ხატი შეასრულა იმათ, რის მიხედვით გააკეთა ეს სცენა? რადგან სტალინი არაფერ შუაში არ არის, მატრონასთან სტუმრად არ ყოფილა ეს გავარკვიეთ...", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთის, ცოტა ხნის წინ გახდა  ცნობილი , რომ სამებიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატი გაიტანეს.