აითაჯის დედისა და ბიძის წინააღმდეგ მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს - გახმაურებული საქმის დეტალები

17.01.24 20:36
აითაჯის დედისა და ბიძის წინააღმდეგ მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს - გახმაურებული საქმის დეტალები

 

 

14 წლის მოკლული აითაჯის დედისა და ბიძის წინააღმდეგ მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ჩვენებები შეცვალეს - ის, რაც გამოძიებას თავდაპირველად უთხრეს, დღეს მოსამართლის წინაშე აღარ გაიმეორეს, ამიტომ ადვოკატებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ჩვენებები მოწმეებს გამომძიებლებმა იძულებით მიაცემინეს, ან თავად დაწერეს. აითაჯის მეზობლის გარდა ჩვენება მოკლული გოგონას კლასელებმაც შეცვალეს და სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ საერთოდ არ იცოდნენ, რომ აითაჯი დანიშნული იყო.

აითაჯის მკვლელობის საქმის განხილვა ხვალ კიდევ ერთი ოქროს მოწმის დაკითხვით გაგრძელდება. სასამართლოზე ბრალდებული კაცის დას ელოდებიან. მან დანაშაულის შესახებ ბევრი რამ იცის - ის, რომ აითაჯი იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო. ქალმა დაინახა, როგორ გაიქცა სახლიდან მოტაცებული გოგო და თავად აიძულებდა, რომ უკან დაბრუნებულიყო. მკვლელობაში ბრალდებული კაცის და გამოძიებამ გამოკითხა, მაგრამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.