მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი მოსამართლემ 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

17.01.24 19:11
მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი მოსამართლემ 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი საპატიმროს ცოტა ხანში დატოვებს. ის მოსამართლემ 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატირობას ითხოვდა, თუმცა ის მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა.

"ამ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ" - უთხრა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც იგი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ჯონი ქასრაშვილი ტყიბულის მერიაში შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები დაკავებულის სიდედრმა გამოიძახა. ხელბორკილების დადების შემდეგ კი ქასრაშვილს სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.