5 ათას ლარიანი გირაო თავისუფლების სანაცვლოდ - რას ამტკიცებდა მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი სასამართლოზე
მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი საპატიმროს ცოტა ხანში დატოვებს. ის მოსამართლემ 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. "ოცნების" ჩინოვნიკი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, მეუღლეს არასრუწლოვანი შვილის თვალწინ სცემდა, დღეს მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ მომხდარს ნანობს, უნდა ცოლ-შვილთან ცხოვრების გაგრძელება და აუცილებელია, საჯარო სამსახურში საკუთარ პოსტს დაუბრუნდეს.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ საინტერესოა, როგორ იქნება მოძალადე ქმრის მსხვერპლი ცოლის უსაფრთხოება დაცული. კაცის ძალადობის შესახებ ქალმა თავდაპირველად დედას შეატყობინა, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა. ტყიბულელი მაღალჩინოსანი ძალადობის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის დააპატიმრეს, გენდერული ნიშნით ძალადობის მუხლით ბრალიც წაუყენეს თუმცა ოცნების ჩინოვნიკი სასჯელს გადაურჩა
სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარისთვის მიუღებელია. პროკურატურა ვერდიქტს, სავარაუდოდ, მომდევნო 48 საათში გასაჩივრებას? - დეტალები მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.