ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება
თბილისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანენ და სწორედ ექსპერტიზამ უნდა დადგინოს, იყო თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი.
მკვლელობა ვარკეთილში 9 იანვარს მოხდა. ქმარმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ედიბერიძე კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. კაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
კავლელაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.