აითაჯის საქმე - რა თქვა სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებულის დამ

18.01.24 13:51
აითაჯის საქმე - რა თქვა სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებულის დამ

გაიზრდება თუ არა აითაჯის საქმეზე დაკავებულ პირთა წრე? - ბოლო დროის გახმაურებულ საქმეზე რუსთავის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ. დღევანდელ პროცესზე 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის და იკითხება.

სოილი სადიკოვამ ისაუბრა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩავიდნენ იგი, მისი ძმა და ოჯახის წევრები დმანისში არასრულწლოვანის დასანიშნად. მოწმემ პროცესზე თქვა, რომ აითაჯის ოჯახი ინფორმირებული იყოს მის დანიშვნასთან დაკავშირებით და ამ ფაქტზე ბიძის მხრიდან თანხმობა არსებობდა.

რაც შეეხება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედას, ბრალდებული კაცის დას არ დაუდასტურებია, რომ აითაჯის დედა მხარს უჭერდა მცირეწლოვნის დაქორწინებას. საქმის დეტალებიდან როგორც ირკვევა, ბრალდებულის ოჯახი არ გეგმავდა არასრულწლოვანის სახლში წაყვანას, თუმცა რატომ გადაწყვიტა განსასჯელის სკამზე მჯდომმა კაცმა 14 წლის გოგონას გატაცება, ამასთან დაკავშირებით სოილი სადიკოვს არ უსაუბრია. 

ბრალდებულის ადვოკატი კი "პირველებთან" აცხადებს, რომ ჯვარედინი დაკითხვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მან შეიძლება, როგორც ბრალდებულების ბრალეულობა, ასევე უდანაშაულობა გამოკვეთოს.

მნიშვნელოვანია, ჯვარედინი დაკითხვის დროს როგორ უპასუხებენ ჩემს კითხვებზე. შეიძლება, ბრალდებულების უდანაშაულობაც გამოჩნდეს და არ არის გამორიცხული, რომ მათი რაღაც ბრალეულობაც გამოჩნდეს დღევანდელ სხდომაზე. თავად როდესაც დედამ წამოიყვანა სოფლიდან აითაჯი, საქმის მასალების მიხედვით მიდიოდა სახლში და სავარაუდოდ, პოლიციაშიც, მოაბრუნა ერთ-ერთმა მოწმემ, მკვლელობაში ბრალდებულის დამ. რა სახით მოხდა მათი იძულება დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ თემაზე მაქვს მე შეკითხვები", - ამბობს ბრალდებულების ადვოკატი.