დატოვებს თუ არა აითაჯის დედა ციხეს? - მოკლული 14 წლის გოგოს საქმე თავდაყირა დგება
დატოვებს თუ არა აითაჯის დედა ციხეს? 14 წლის მოკლული და იძულებით გათხოვილი გოგოს საქმე თავდაყირა დგება. მოწმეები ერთი-მეორის მიყოლებით, ფაქტობრივად აითაჯის დედის სასარგებლო ჩვენებას აძლევენ. არავინ ამბობს, რომ სკოლის მოსწავლის იძულებით გათხოვება დაპატიმრებულ ქალს სურდა. ეს არ თქვა დღეს არც მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის დამ.
დაკავებული ქალის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას ახლა მყარი მტკიცებულებების მოძებნა გაუჭირდება, რის გამოც, უფლებადამცველი გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
რადგან მოწმეს არაფერი არ უთქვამს, მტკიცების ტვირთი მთლიანად პროკურორზე და ბრალდების მხარეზეა, ვერ ახორციელებენ, ვერ ამტკიცებენ ბრალდებულების ბრალეულობას. უფრო მეტიც, ქალბატონი ეგანას უდანაშაულობა დღითი დღე უფრო იკვეთება, ვინაიდა, ის ყველანაირად ცდილობდა, თავისი ხერხებით და საშუალებებით, რომ შვილი გამოეყვანა სოფლიდან და წამოეყვანა დმანისში, შემდეგ პოლიციაში, თუმცა ტელეფონში მკვლელობაში ბრალდებული მას დაემუქრა და დღეს დადგინდა ისიც, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დაც, თავის ნათესავებთან ერთად, მინიმუმ ბიძაშვილთან ერთად, ასევე აიძლებდნენ მათ დაბრუნებას იორმუღალში". - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება საქმის პროკურორს, მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით, რაც დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ, ოჯახის წევრების მიმართ რაიმე იძულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საქმეში ლოგიკური კავშირით რაც არის დადგენილი, ბავშვმა დედას დაურეკა, გარემოსგან გამოშორების მიზნით, მაგრამ ფაქტად მივიღეთ ის, რომ დედასტან ერთად ბავშვი დაბრუნდა იმ სახლში, საიდანაც ის გამოიქცა. დღევანდელი მოცემულობით, ოჯახის წევრების მიმართ რაიმე იძულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - ამბობს პროკურორი.
მოსამართლის გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ დაახლოებით 30-მდე მოწმეა გამოსაკითხი. სახელმწიფო ბრალდებას დღეს 5 მოწმე გამოსაკიტხი, თუმცა მხოლოდ ორი მოძმე, მკვლელობაში ბრალდებულის დები გამოკითხა.
ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე არასრულწლოვნის დედა
ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი დააკავეს. ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.
რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.