ბერძნული მაფიის ბოსების მკვლელობისთვის დაკავებული ორი ქართველი ბრალის წარდგენის მოლოდინშია

19.01.24 10:07
ბერძნული მაფიის ბოსების მკვლელობისთვის დაკავებული ორი ქართველი ბრალის წარდგენის მოლოდინშია

ბერძნული მაფიის ბოსების მკვლელობისთვის დაკავებული ორი ქართველი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ისინი 29 და 39 წლის პირები არიან.

დანაშაულში მონაწილე ორი ქართველის გარდა სამართალდამცველებმა კიდევ სამი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. ერთი მათგანი სასჯელს უკვე იხდის საბერძნეთის ციხეში, ორმა კი ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა და მათზე ძებნა წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული.

ერთ-ერთი ბერძენი კრიმინალური ავტორიტეტი  2022 წელს საკუთარ აგარაკზე მოკლეს. დანარჩენი ორი მკვლელობა კი ერთი წლის შემდეგ მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები დაქირავებული მკვლელები არიან.