რუსული საკრუიზო ხომალდები ბათუმში 2024 წელს დაბრუნდებიან

19.01.24 15:15
რუსული საკრუიზო ხომალდები ბათუმში 2024 წელს დაბრუნდებიან

რუსული საკრუიზო ხომალდები ბათუმში 2024 წელს დაბრუნდებიან - ასტრახანში გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების სამხრეთ ცენტრის საწარმოს ობიექტებზე  ოთხ გემბანიან ხომალდს  აშენებენ. 

ადრე ლაინერს „პეტრე დიდი“ ერქვა, ამჯერად კი მიღებულია გადაწყვეტილება ცნობილი პოლიტიკოსის ვლადიმერ ჟირინოვსკის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდოს

ლაინერი მოწყობილი იქნება საცურაო აუზებით, ტერასებით და სარესტორნო კომპლექსებით და განკუთვნილი იქნება საზღვაო კრუიზებისთვის.

გემი ექსპლუატაციისთვის მზად 2024 წელს იქნება და სწორედ 2024 წელს იგეგმება ლაინერის პორტიდან გაშვება.

ახალი ლაინერის მარშრუტების სიაში შედის ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე: სოჭი, ნოვოროსიისკი, ბათუმი, სტამბოლი. დამატებითი დეტალები გემის გაშვების შემდეგ გახდება ცნობილი.