8 წლის ბავშვის გაუპატიურება სამეგრელოში - მოზარდის მშობლებმა დაკავებულებს სახლი გადაუწვეს (ვიდეო)
8 წლის ბავშვის გაუპატიურება სამეგრელოში - მოზარდის მშობლებმა და ახლობლებმა გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი ბავშვს სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მოკვლის მუქარით აიძულებდა, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა. ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.
სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა- შვილი გუშინ დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით, არის დაწყებული.