უფუნქციო და დანგრეული ბაგა-ბაღების გასათბობად ბაღების სააგენტო 195 ათას ლარს ხარჯავს
უფუნქციო და დანგრეული ბაგა-ბაღების გასათბობად, გათბობის სისტემებს ყიდულობენ. ბაღების სააგენტო 195 ათას ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ახალი სისტემით აღიჭურვოს მათ შორის ის შენობები, სადაც არც ბავშვები არიან და არც სასწავლო პროცესი ტარდება.
სატენდერო სიაში ასეთი სულ სამი დაწესებულებაა. ერთი დანგრეული, მეორე ავარიული, მესამე კი სარემონტო.
ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ ის საბავშვო ბაღები, რომლებიც არ ფუნქციონირებენ, სატენდერო დოკუმენტაციაში იმის გამო შეიყვანეს, რომ ამით მიიღეს ოპერატიურლი გადაწყვეტილება და საჭიროების შემტხვევაში, ისინი დროს დაზოგავენ და ახალი ტენდერის გამოცხადების საჭიროება აღარ დადგება.
თუმცა ოპოზიციისთის, ეს არგუმენტი მართებული არ არის, რადგან არარსებულ ბაღებს გათბობა არაფერში სჭირდებათ.
აი აქ უნდა განახორციელონ ახლა გათბობა-კონდინცირების მომსახურება ბაღში, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს 2020 წლის შემდეგ. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანების დამოკიდებულება საბიუჯეტო თანხებზე. ანუ, ბაღის სააგენტოს თანამშრომლები დასხდნენ, ბაღების რაოდენობა აიღეს, მომსახურების ფასი გამოიყვანეს, დათვალეს, რომ ამ ბაღებში უნდა მივიდნენ და უნდა მოემსახურონ გათბობა-კონდინცირებას და წარმოიდგინეთ, ჩაწერეს სიაში ბაღში, რომელიც არ არსებობს. ეს არის ნომერ 47 ბაგა-ბაღი", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესო დონაძე.
კორუფციის მკვლევარი ბადრი ნიაური კი სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.
მერიის მხრიდან გრძელდება არამიზნობრივი ხარჯვა საბიუჯეტო სახსრების, მათ შორის, არაკომპეტენტურობა, რასაც სამწუხაროდ, სავალალო შედეგამდე მივყავართ-ხოლმე. კანონმდებლობა ზუსტად იცნობს შემთხვევებს, რა დროს როგორ უნდა გამცოხადდეს ტენდერი. ეს არის უბრალოდ მერიის ჩინოვნიკების თავნებობა. ბიუჯეტიდან ჩინოვნიკი თანხას მოიპარავს თუ დახარჯავს და იქნება საწყობში, ეს ერთი და იგივეა", - ამბობს ბადრი ნიაური.