დიდი სკანდალის უფრო სკანდალური გაგრძელება - არიან თუ არა გამოსახული ხატზე ინაშვილი და თარხან-მოურავი?
ხატის სკანდალის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება - უკვე მეორე დღეა ხატზე გამოსახული სტალინი არავის ახსოვს. წმინდა მატრონაც და სტალინიც სხვა ფიგურანტებმა ჩაანაცვლეს. სოციალურ ქსელში დიდი აფეთქებაა. ცხარე დისკუსია ცნობილი ფილმის "არაჩვეულებრივი გამოფენის" სიუჟეტის მიხედვით მიმდინარეობს. ადარებენ ერთმანეთს ცხვირის ფორმას, თმის ფერს, თვალს და ყელსახვევსაც კი. არიან თუ არა გამოსახული ხატზე ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი? ამ კითხვამ დღეს ყველა მთავარი პოლიტიკური ამბავი გადაფარა.
რა მსგავსებაც დაინახეს ფეისბუქის მომხმარებლებმა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებსა და ხატზე გამოსახულ ადამიანებს შორის? ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ თავად სკანდალური ხატის შემომწირველები. ამბობენ, რომ თმა სხვა ფერია, ცხვირი არ ჰგავს, არც თვალები, თუმცა ამ დისკუსიას წერტილი მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეუძლია დაუსვას. ეს თავად ხატმწერია, როლის ვინაობასაც "პატრიოტთა ალიანსი" მკაცრად ასაიდუმლოებს. მან უნდა თქვას, ვინ და ვისი დაკვეთით გამოსახა ხატზე, რომელიც უკვე ორი კვირაა მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა ქვეყანაში.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.