რუსების ინტეგრაცია ქართულ სპორტში - ზარქუას ფეხბურთელი სიძე საფეხბურთო სკანდალში ეხვევა

19.01.24 20:31
რუსების ინტეგრაცია ქართულ სპორტში - ზარქუას ფეხბურთელი სიძე საფეხბურთო სკანდალში ეხვევა

 

 

რუსების ინტეგრაცია ქართულ სპორტში "ქართული ოცნების" ხელშეწყობით -  ირაკლი ზარქუას ფეხბურთელი სიძე საფეხბურთო სკანდალში ეხვევა. თელავის გუნდს რუსი ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის. ეს მას შემდეგ რაც, "ოცნების" დეპუტატის დის ქმარმა კლუბი თელავი სომეხინვესტორებს მიჰყიდა. ფეხბურთელი ოკუპანტი ქვეყნიდან, რომელიც ბოლო მომენტამდე რუსეთში საქმიანობდა, ახლა კახეთში ჩამოდის.  

ვინ მოიწვია რუსი სპორტსმენი საქართველოში მაშინ, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის კლუბები "უეფამ" და "ფიფამ" დაასანქცირა და დაბლოკა. არსებობს ეჭვი, რომ მთავარი შუმავალი ვასილენკოსთან ზარქუას სიძე ალექსანდრე ამისულაშვილი იყო, რომელიც წლების განმავლობაში ასევე  ოკუპანტ ქვეყანაში თამაშობდა.

საქართველოში სამოქალაქო აქტივისტები პროტესტისთვის ემზადებიან, რუსი მწვრთნელი კი სიხარულს არ მალავს და ამბობს, რომ  ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლით დიდი ხნის ოცნება აიხდინა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.