საბერძნეთში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამჯერად ხელბორკილები 36 წლის მამაკაცს დაადეს. ბერძნული გამოძიება სავარაუდო ეჭვმიტანილს ერთ დღეში ჩადენილ რამდენიმე დანაშაულს ედავება. გამოძების მიხედვით, მამაკაცმა ჯერ აფთიაქში შეჭრა სცადა, შემდეგ კი ორი საკონდიტროდან ფული მოიპარა.
ბერძენმა სამართალდამცველებმა მამაკაცი იმ დროს აიყვანეს, როცა ტანსაცმლის მაღაზიის გაქურდვა სცადა, მეპატრონეს კი მოკვლით ემუქრებოდა. საქმეზე გამოძიება მიდის. მამაკაცს ბრალს რამდენიმე დღეში წარუდგენენ.