"ბავშვს ვინც დაეჯახა, ის კაცი გარდაიცვალა" - როგორია 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც ბაკურიანში დაშავდა
15 წლის მოზარდის სიცოცხლეს, რომელიც გუშინ ბაკურიანში დაშავდა საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. სკოლის მოსწავლეს ფეხი აქვს მოტეხილი.
ბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 40 წლამდე გიორგი ტუხაშვილი. ადგილობრივების ცნობით, კაცს რამდენიმე წუთის განმავლობაში უტარებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და საბოლოოდ, ის დედას ჩააკვდა ხელებში.
არსებული ცნობებით, კაცი სათხილამურო ტრასაზე დიდი სიჩქარით მოძრაობდა. ფაქტს ათობით მოწმე ჰყავს.
"ბავშვს რომელიც დაეტაკა, ის კაცი გარდაიცვალა. რომ გავედი ის კაცი იწვა, იმ ბავშვს კი ორივე ფეხი აქვს მოტეხილი. დამსვენებელი ყოფილა, ვინც გარდაიცვალა", - ამბობენ ბაკურიანში.
შინაგან საქმეთა სამინისტროომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.