მთის კურორტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი კი ტურისტების ნაკლებობას უჩივის

20.01.24 11:27
მთის კურორტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი კი ტურისტების ნაკლებობას უჩივის

 

 

მთის კურორტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. გუდაურსა და ბაკურიანში დასვენება ფუფუნების საგანი გახდა. წლიდან წლამდე, ვითარება სულ უფო მეტად ხდება უკონტროლო. მაგალითად, დღეს რომ  გუდაურში რომელიმე კვების ობიექტში შეხვიდეთ, ერთ პურში 10 ლარის გადახდაც კი მოგიწევთ. ოთხი ფინჯანი ჩაი 25 ლარი ჯდება. ერთი ხაჭაპური 45, 30 ხინკალი კი საშუალოდ 80 ლარი.   

რა ახდენს ფასებზე გავლენას? მთის კურორტების ასოციაციაში ერთ-ერთ მიზეზად სურსათისა და საწვავის ფასების მატებას ასახელებენ. თუმცა გაზრდილი ფასების გარდა, მცირე ბიზნესით დაკავებული ადამიანები სხვა პრობლემებებზეც საუბრობენ.

„დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებლი "პირველებთან" ტურისტების განახევრებულ რაოდენობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოგვარდა, ტურისტებს ვერც შემდეგ წელს მოიზიდავს საქართველო. 

გამოვიდა, რომ თითქოს, ადგილობრივად მოქმედ ბიზნესს ბრალდება, რომ არის საკმაოდ მაღალი ფასები. მე ამას ვერ დავეთანხმები. რამდენიმე დღის წინ მყავდა გერმანელი მეგობარი. იმდენად გაოგნებული იყო კურორტზე არსებული ქაოსით, რომ უარი განაცხადა აქ დაბრუნებაზე. ქაოსში იგულისხმება მთავრ მოედანაზე ბურანების ქაოტური გადაადგილება. გაშმაგებულად დაქრიან უკვე სათხილამურო ტრასებზეც კი და მიკვირს სკი-პატრული რატომ არაფერს აკეთებს. როცა ყოველთვის დატვირთული იყო გუდაური და სერიოზულად იყო ხალხი, წელს საერთოდ ჯავშნები არ იყო", - ამბობს „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებლი.