ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ბიზნესმენს პანსიონატი მიჰყიდეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუს ბიზნესმენ, ფიოდორ მელოვს პანსიონატი მიჰყიდეს. ბიჭვინთის აგარაკების შემდეგ, ახლა უკვე პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს სხვა მიწებსაც ჩუქნიან. ეშერაში, ზღვის პირას ახლოს მდებარე შენობა რუსეთის მოქალაქეს 11 მილიონ რუბლად მიჰყიდეს, ანუ აჩუქეს. საუბარია სამი ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.
ეს ტერიტორია აქამდე რუსეთის რკინიგზას ეკუთვნოდა, რომელიც ე.წ. აფხაზეთის მთავრობამ გადასცა, ახლა კი ფიზიკურ პირზე გადაყიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწა დაიკარგა.
ოფიციალური თბილისი ამ დრომდე დუმილის რეჟიმშია.
მოძრაობა "აფხაზეთისთვის" დამფუძნებელი ნუკრი ნოდია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სამომავლოდ ბიჭვინთის აგარაკები კერძო პირებზე გაიყიდოს.
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ტერიტორია ეშერაში და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სამომავლოდ, როგორც ბიჭვინთის აგარაკი გადაეცა რუსეთს, ისე კერძო პირებზე შეიძლება გაიყიდოს შემდგომში უკვე ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციას გადაეცემა. რაც შეეხება ამ პანსიონატს, 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა საუბარი, რომელზეც მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებსი გზებიც გადის და ეს კერძო პირი უკვე აპირებს გზების გადაკეტვას და არის დავა სასამართლოში, რომ ეს გზა არ ჩაიკეტოს", - ამბობს ნუკრი ნოდია.