არსებული ინფორმაციით, კახეთში 14 წლის გოგო ბიძამ გააუპატიურა

20.01.24 11:55
არსებული ინფორმაციით, კახეთში 14 წლის გოგო ბიძამ გააუპატიურა

სექსუალური ძალადობა კახეთში - არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგო ბიძამ, მამიდის ქმარმა გააუპატიურა, რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, გოგოს მეორე ბიძამ 45 წლის მამაკაცი დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამიდის ქმარმა მოზარდზე ფერმაში იძალადა. სკოლის მოსწავლე უმძიმეს მდგომარეობაშია. საზარელი ფაქტის შემდეგ, მან მომხდარი დედას უამბო. გოგონას ექიმების დახმარებაც დასჭირდა.  

სავარაუდო ბრალდებული კი ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც 45 წლის მამაკაცი დაჭრა.