ხმაური ქუთაისში - საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 21 წლის გოგოს ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

25.06.21 13:02
ხმაური ქუთაისში - საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 21 წლის გოგოს ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ხმაურია ქუთაისში - გადაუდებელი საკეისრო კვეთის შემდეგ 5 დღის წინ გარდაცვლილი 21 წლის სოფო კვარაცხელიას ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს.

ოჯახის თქმით, ახალგაზრდა გოგო კლინიკაში თავის ფეხით შევიდა, მძიმე მდგომარეობაში არ იყო და არ იციან, რა მოხდა ოპერაციის დროს და რამ გამოიწვია გართულებები.

გარდაცვლილის ახლობლები ექიმების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს.

კლინიკა ბომონდში ჩემი ფეხით მივიყვანე. მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. წლების წინ გაუკეთეს ხერხემალზე ოპერაცია, თუმცა, ეგ არაფერ შუაშია, ვითხოვთ ყველა იმ ექიმის დასჯას, ვინც იქ იყო"- აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე. 

გამოძიება სისიხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები