ივანიშვილის ბაობაბების გამო ჩამოხსნილი გზის მანიშნებლები ადგილზე არ დაუბრუნებიათ - მგზავრებს გზის გაკვლევა უჭირთ

20.01.24 12:23
ივანიშვილის ბაობაბების გამო ჩამოხსნილი გზის მანიშნებლები ადგილზე არ დაუბრუნებიათ - მგზავრებს გზის გაკვლევა უჭირთ

თუ სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით გამგზავრებას გეგმავთ, კარგი გზამკვლევი დაგჭირდებათ. ბიძინა ივანიშვილის ბაობაბების გამო ჩამოხსნილი გზის მანიშნებლები ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ ადგილზე.

ხეების გადატანის სპეცოპერაცია ორი თვის წინ დასრულდა. თუმცა საგზაო ნიშნების ნაწილი, ბილბორდები და სადენები ისევ მაგისტრალიის მიღმაა დასაწყობებული. 

მძღოლი, რომელიც ბათუმში მოდის და არ იცის საით წავიდეს, ეს საგზაო ნიშანი გაუშვებს თბილისის მიმართულებით. ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ ხეები უკან მიეტანა სახლთან და მთელი ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით ჩამოგლიჯა ყველაფერი", - ამბობს ენმ-ს წევრი.