14 მილიონი ლარი არასწორი პარკირებისთვის - სახელმწიფოს ბიუჯეტში ჯარიმის სახით ერთ წელში 280%-ით მეტი თანხა შევიდა

20.01.24 12:27
14 მილიონი ლარი არასწორი პარკირებისთვის - სახელმწიფოს ბიუჯეტში ჯარიმის სახით ერთ წელში 280%-ით მეტი თანხა შევიდა

14 მილიონი ლარი არასწორი პარკირებისთვის - ერთ წელში სახელმწიფოს ბიუჯეტში ჯარიმის სახით 280%-ით მეტი თანხა შევიდა. ეს კი ყველა დროის რეკორდია. მძღოლებს აჯარიმებენ იმის გამო, რომ ქალაქში არსებული არასაკმარისი საპარკინგე სივრცის პირობებში ავტომობილებს, რიგ შემთხვევაში, არასწორად აჩერებენ.

2022 წელს თბილისის მერიაში პარკინგის ჯარიმებიდან შესული თანხის რაოდენობა 5 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის ბოლოს, ფაქტობრივად, თანხა გაოთხმაგდა. ასევე გაორმაგებულია საგზაო წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების მოცულობაც. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ადგილი შესაძლოა, ჰქონდეს, სავარაუდოდ, თანხის უკანონოდ მითვისებას.

შემოსავლებმა სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საბურავებიდან 110 მილიონს გადააჭარბა და მათ შორის, გაზრდილია პარკირების ხარჯები იმ პირობებში, რომ დამატებით არცერთი საპარკინგე ადგილი კახა კალაძეს თბილისში არ შეუქმნია. არ აუშენებია არც ერთი მრავალსართულიანი ან მიწისზედა, ან მიწისქვეშა პარკინგი მაშინ, როდესაც ამის დაპირება უხვად იყო, მაშინ, როდესაც სითი პარკის გაყვანაში რამდენიმე მილიონი ლარი ჯარიმის სახით გადაახდევინა თბილისელებს და ფაქტია, რომ მდგომარეობა ამ მიმართულებით დღითიდღე მძიმდება. თბილისელებიდან ამოაქვთ გაცილებით ბევრი თანხა, ბევრი მილიონი და შესაბამისად, საქმე არ კეთდება, არ მიემართება ეს თანხები თბილისელების კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში, როგორიც არის პარკირება, საცობების მოგვარება", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.