დაუდევრობა თუ უსაფრთხოების წესების დარღვევა - რას ემსხვერპლა 40 წლის მამაკაცის სიცოცხლე ბაკურიანში
დაუდევრობა თუ უსაფრთხოების წესების დარღვევა - რას ემსხვერპლა 40 წლის მამაკაცის სიცოცხლე? ბაკურიანში მომხდარ უბედურ შემთხვევას ათობით მოწმე ჰყავს.
დამსვენებლები ამბობენ, რომ ინციდენტები გახშირებულია. ყოველდღიურად ხდება შემთხვევები, როდესაც მოთხილამურეები იღებენ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებს, რის გამოც ადგილობრივები სასრიალო ტრასებზე კონტროლის გაძლიერებას ითხოვენ.
გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი. დაეჯახნენ ერთმანეთსო, სხვა არაფერი არ ვიცით. სამწუხაროა ძალიან. გვაფრთხილებენ, რომ პატარა ბავშვებთან ერთად არ გაჩერდეთო. შიგნით არც ბადეა, რომ ზოგი, ვინც არის გამოუცდელი, ვერ ამუხრუჭებს და ვერ ჩერდება", - ამბობს დამსვენებელი.