"ჩემი სიძეა, მისი ცოლის სამძიმრის სუფრას ვამზადებდით, როცა 14 წლის გოგოს აუპატიურებდა... მოსაკლავია" - არასრულწლოვანის ბებია

20.01.24 15:04
"ჩემი სიძეა, მისი ცოლის სამძიმრის სუფრას ვამზადებდით, როცა 14 წლის გოგოს აუპატიურებდა... მოსაკლავია" - არასრულწლოვანის ბებია

14 წლის გოგოს გაუპატიურება კახეთში - "პირველებმა" უმძიმესი ფაქტის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.

ირკვევა, რომ კაცმა საკუთარი ცოლის ძმის შვილზე, ცოლის გარდაცვალებიდან 10 დღის თავზე იმ დროს  იძალადა, როცა მთელი ოჯახი სამძიმრის სუფრის მოსამზადებლად სხვა სოფელში იყო წასული.  მოზარდის ოჯახი, დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

ჩემი სიძე უნამუსოა. მისი ცოლი ჩემი ქალიშვილია, რომელიც 10 დღის წინ გარდაიცვალა. გულის დაავადება ჰქონდა, რადგან 6 წლის წინ მისი ძმა, ანუ ჩემი მეორე ვაჟი თვალწინ მოუკლეს და ეს ვერ გადაიტანა. ჩემი ვაჟი კი, რომელიც ახლა დაკავებულია, ოთხ ოჯახს არჩენდა, მათ შორის, ამ უნამუსო სიძეს. ჩვენ სამძიმრის სუფრის სამზადისით ვიყავით დაკავებული, როდესაც იგი 14 წლის გოგოს აუპატიურებდა. როგორ შეიძლება ასე. ჩვენ 14 წლის გოგო მას ვანდეთ და ასე მოქცევა შეიძლება? ეგ საერთოდ მოსაკლავია", - ამბობს ბავშვის ბებია.

ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ოჯახმა მამიდის ქმარს ჩააბარა, ვიანიდან ისინი სხვა სოფელში მწუხრის სუფრის გასამართად იყვნენ წასული. 

14 წლის გოგო ბაბუის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ 45 წლამდე მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა მას სამართალდამცელებმა მას მალევე მიაგნეს.

მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან მეუღლის გარდაცვალების გამო ჩამოვიდა.

ჩვენ ფერმაში ვცხოვრობთ ოჯახიანად. ბავშვიც ფერმაში იყო. ჩემს გოგოს სუფრა იყო. ბავშვი დავტოვეთ იქ. დაურეკია თავის დედისთვის, რომ ასეთი ამბავი მოხდა. ხალხი სანამ იყო მანამდე არაფერი არ უთქვამს. აქედან რომ წასულა დედა არ დახვედრია იქ კაცი, გაქცეულა", - ამბობს არასრულწლოვანის ბაბუა.

არასრულწლოვანი გოგონა ამჟამად სახლში არ იმყოფება. ის ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა დედასთან ერთად წაიყვანეს სოფლიდან. სავარაუდოდ, არასრულწლოვანს ხელმეორე ექსპერტიზა უტარდება. 

ამ წუთებში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში კი იმ მამაკაცის პროცესი იმართება, რომელმაც, დისშვილის გაუპატიურებში მხილებული მამაკაცი დაჭრა. განსასჯელის სკამზე 14 წლის გოგონას ბიძაა. სკოლის მოსწავლის გაუპატიურებში  მხილებული კაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 

შეგახსენებთ, რომ 14 წლის გოგონა ბიძამ გააუპატიურა. უმძიმესი შემთხვევა კახეთში, ფერმაში მოხდა. საზარელი ფაქტის შემდეგ, მან მომხდარი დედას უამბო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.