მოსალოდნელია თოვლი, ნისლი, ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

20.01.24 16:11
მოსალოდნელია თოვლი, ნისლი, ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგად ძლიერი ქარბუქი, ნისლი და ლიპყინულები - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნალექის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.