სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი უსაფრთხო ადგილზეა - მასთან ფსიქოლოგი მუშაობს

20.01.24 16:34
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი უსაფრთხო ადგილზეა - მასთან ფსიქოლოგი მუშაობს

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგო უსაფრთხო გარემოში იმყოფება და მასთან ფსიქოლოგი მუშაობს - ამის შესახებ "პირველებს" ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში უთხრეს.

ირკვევა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვისთანავე ჩაერთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა. არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი. აღნიშნულ საქმეზე კვლავ გრძელდება სოციალური სამუშაო და გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით შესრულდება შემდგომი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვლისწინებით", - აცხადებენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ გავრელებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონა ბიძამ გააუპატიურა. უმძიმესი შემთხვევა კახეთში, ფერმაში მოხდა. საზარელი ფაქტის შემდეგ, მოზარდმა მომხდარი დედას უამბო. 

ფაქტის გახმაურების შემდეგ, გოგონას მეორე ბიძამ 45 წლამდე კაცს დანით ჭრილობები მიაყენა. ახლი სკოლის მოსწავლის გაუპატიურებში მხილებული კაცის გადარჩენას ექიმები ცდილობენ. ის კომატოზურ მდგომარეობაშია.

ბიძია კი, რომელმაც დისშვილის გაუპატიურებში მხილებული მამაკაცი დაჭრა, დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.