ხაჭაპური 45 ლარი - მაღალმთიან კურორტებში ტურისტების ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზად არაადეკვატური ფასები სახელდება
საქართველოს მთის კურორტები პოპულარობას კარგავს - გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტების ნაკლებობაა. საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეები დასასვენებლად სხვა ქალაქებს ირჩევენ.
წინა წლებთან შედარებით ჯავშნების რიცხვი შემცირებულია. რა არის შემცირებული მოთხოვნის მიზეზი? ერთ-ერთ ფაქტორად ფასები სახელდება. განსაკუთრებით ძვირი კვებაა. ამას ემატება სასტუმროსა და ტაქსის გაზრდილი ტარიფებიც. ამ დრომდე განხილვის საგანია ფასები გუდაურის კვების ობიექტებში და ხაჭაპური, რომელიც 45 ლარი ღირს.
დამსვენებლები "პირველებთან" ამბობენ, რომ ფასები არა მაღალი, არამედ არაადეკვატურია და ეს არა მხოლოდ რესტორანს, არამედ სასტუმროებსაც ეხება.
ნამდვილად მაღალი ფასებია გუდაურში. ზამთრის კურორტი ყველგან არის მაღალფასიანი, მაგრამ ყველაფერი არის ფარდობითი. მესმის მე, რომ ვთქვათ, იქ რესტორნებს უჭირთ პროდუქტის ატანა, ვთქვათ, რაღაც ლოჯისტიკური პრობლემებია, რომელიც ობიექტურად არსებობს, მაგრამ მგონია, რომ ის ფასები, რასაც ჩვენ ვხედავთ რიგ დაწესებულებებში საკმაოდ მაღალია. აფრთხობს თუ არა ტურისტებს? გარკვეული წელი შესაძლოა, ამასაც აქვს. შეკვეთა როცა მაქვს და მქონდა რამდენიმე, ვერც ერთი ვერ შევათანხმე ერთის გარდა, რადგან ფასები გამოდიოდა საშუალოდ იმაზე მეტი. აქ არ არის საუბარი მხოლოდ რესტორანზე და ხაჭაპურის ფასზე, აქ არის საუბარი სასტუმროზე, მომსახურებაზე", - ამბობს დამსვენებელი.