მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

20.01.24 17:44
მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულს სიღნაღის სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონა ბიძამ გააუპატიურა. უმძიმესი შემთხვევა კახეთში, ფერმაში მოხდა. საზარელი ფაქტის შემდეგ, მოზარდმა მომხდარი დედას უამბო. 

ფაქტის გახმაურების შემდეგ, გოგონას მეორე ბიძამ 45 წლამდე კაცს დანით ჭრილობები მიაყენა. ახლი სკოლის მოსწავლის გაუპატიურებში მხილებული კაცის გადარჩენას ექიმები ცდილობენ. ის კომატოზურ მდგომარეობაშია.

ბიძია კი, რომელმაც დისშვილის გაუპატიურებში მხილებული მამაკაცი დაჭრა, დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.