ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განვახორციელეთ - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა.
თავდაცვის ძალების განცხადებით, ეს იყო პასუხი „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.