ყაჩაღობა ბანკში შვილის სათამაშო პისტოლეტით - რა წერია პოლიციის ფაილებში
ბანკის ძარცვა წაგებული ფულის გამო?! - აქცია თუ არა კრიმინალად 2 შვილის მამა აზარტული თამაშების იატაკქვეშა ბიზნესმა? "შაბათის ეთერმა" მოიპოვა 3 იანვარს მომხდარი კრიმინალური ფაქტის პოლიციის ფაილები.
ირკვევა, რომ 39 წლის გუგა გოცირიძემ TBC ბანკიდან დიდი ფულის წაღება შვილის სათამაშო პისტოლეტით სცადა.
როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, ახალგაზრდა კაცი აზარტული თამაშების მსხვერპლია. მას დიდი ფული ჰქონდა წაგებული და ერთ-ერთი ვერსიით მას ხელზე მაზაობით წაგებული თანხის მოტანას აიძულებდნენ.
ამასთან, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბანკში განგაშის სიგნალი ჩაირთო და გუგა გოცირიძე ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა, 39 წლის კაცი წაიქცა და დანაშაულის ადგილის სიახლოვეს საკუთარი კუთვნილი ფულიც დარჩა.
ძარცვა წაგებული ფულის გამო - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი